manuals.ge არის საქართველოს პირველი სპეციალიზებული პლატფორმა, სადაც კომპანიები ქართულ ენაზე ათავსებენ პროდუქტის ინსტრუქციებს, ხოლო მომხმარებლები მათ სწრაფად და მარტივად პოულობენ. ჩვენ ვაშენებთ ხიდს კომპანიებსა და მათ მომხმარებლებს შორის — ერთ, ხელმისაწვდომ სივრცეში.

კომპანიებისთვის

გახდით პარტნიორი და მიეცით თქვენს მომხმარებლებს სწრაფი წვდომა ქართულ ინსტრუქციებზე

Manual-ების ატვირთვა

ატვირთეთ პროდუქტის ინსტრუქციები PDF ფორმატში სამართავი პანელიდან. შეგიძლიათ ერთდროულად მართოთ ასობით ბრენდი და მოდელი.

სამართავი პანელი

პირადი dashboard-იდან მართეთ ყველა ატვირთული კონტენტი: დაამატეთ, შეცვალეთ ან წაშალეთ ინსტრუქციები რამდენიმე კლიკით.

QR კოდები და Print Labels

დააგენერირეთ მზა პრინტ ლეიბლები QR კოდებით. მიამაგრეთ პროდუქტს — მომხმარებელი ერთი სკანით პოულობს სახელმძღვანელოს.

ბრენდის ორგანიზება

სტრუქტურირებულად მართეთ კონტენტი ბრენდებისა და კატეგორიების მიხედვით. პლატფორმა ავტომატურად ააწყობს პროდუქტის გვერდებს.

სტატისტიკა და ანალიტიკა

გაიგეთ, რომელი ინსტრუქციები იძებნება ყველაზე ხშირად. გამოიყენეთ ეს მონაცემები პროდუქტის პოპულარობის შესაფასებლად.

ბრენდის ხილვადობა

პლატფორმაზე გამოქვეყნებული კონტენტი ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით — გაზარდეთ ბრენდის სანდოობა ქართულ ბაზარზე.

 

მომხმარებლებისთვის

მოძებნეთ ნებისმიერი პროდუქტის ქართული ინსტრუქცია — სწრაფად, მარტივად და უფასოდ

სწრაფი ძიება

ჩაწერეთ პროდუქტის კოდი ან მოდელი და რამდენიმე წამში მიიღებთ შედეგს. სპეციალური რეგისტრაცია არ სჭირდება.

უფასო წვდომა

პლატფორმაზე განთავსებული ყველა ინსტრუქცია ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ. გადმოწერეთ PDF პირდაპირ მოწყობილობაზე.

QR სკანირება

პროდუქტზე მიმაგრებული QR კოდის სკანირებით პირდაპირ ხვდებით სახელმძღვანელოს გვერდზე — ძებნა არ სჭირდება.

ინსტრუქციის მოთხოვნა

ვერ იპოვეთ სასურველი სახელმძღვანელო? გამოაგზავნეთ მოთხოვნა — ჩვენ დავუკავშირდებით შესაბამის კომპანიას და შევეცდებით დავამატოთ.

გსურთ პარტნიორობა?

დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ პლატფორმაზე რეგისტრაციაში.