წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას (შემდგომში — „წესები“), რომელიც არეგულირებს ურთიერთობას პლატფორმის მფლობელს, პარტნიორ კომპანიებსა და ვიზიტორებს შორის.
- ზოგადი დებულებები
- ვებ-გვერდი www.manuals.ge (შემდგომში — პლატფორმა) წარმოადგენს შპს „allmarket.ge“-ს (ს/კ: 404431432) (შემდგომში — კომპანია) საკუთრებას.
- პლატფორმა არის ციფრული სივრცე (ინფორმაციული შუამავალი), რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ქართულენოვანი ინსტრუქციების განთავსებასა და ძიებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად. საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება საქართველოს კანონით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“.
- პლატფორმაზე რეგისტრაციით ან/და მისი ნებისმიერი ფორმით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით წინამდებარე წესებს.
- ტერმინთა განმარტებები
- პარტნიორი კომპანია — იურიდიული პირი (მწარმოებელი, იმპორტიორი ან რეალიზატორი), რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმაზე და ტვირთავს ინსტრუქციებს.
- ვიზიტორი/მომხმარებელი — ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით ინსტრუქციების მოსაძებნად/გასაცნობად.
- კონტენტი (ინსტრუქცია/სახელმძღვანელო) — პარტნიორი კომპანიის მიერ ატვირთული პროდუქტის მომხმარებლის სახელმძღვანელო (PDF ან სხვა ფორმატში), ტექსტი, გამოსახულება ან მონაცემი.
- პირადი კაბინეტი — პარტნიორი კომპანიის პერსონალური მართვის პანელი კონტენტის სამართავად.
- დამატებითი შეთანხმება — კომპანიასა და პარტნიორ კომპანიას შორის გაფორმებული ცალკეული ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ფინანსურ და სპეციფიკურ პირობებს.
- რეგისტრაცია და კონტენტის მართვა
- კონტენტის ატვირთვის უფლება აქვთ მხოლოდ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ პარტნიორ კომპანიებს.
- პლატფორმა უზრუნველყოფს ატვირთული ინსტრუქციების ცვლილების, გასწორების ან წაშლის სრულ ქრონოლოგიურ ისტორიას. ნებისმიერი ცვლილება ხილვადია როგორც პარტნიორი კომპანიისთვის, ისე მომხმარებლისათვის და პლატფორმის შემმოწმებლისთვის (ადმინისტრატორისთვის), გამჭვირვალობისა და აუდიტის მიზნებისთვის.
- პარტნიორი კომპანიის მიერ კონტენტის ატვირთვისა და პლატფორმის სერვისებით სარგებლობის ტარიფები განისაზღვრება და რეგულირდება მხარეებს შორის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მომენტში გაფორმებული დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.
- ატვირთეთ პროდუქტის ინსტრუქციები PDF ფორმატში მართვის პანელიდან. თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად მართოთ ასობით ბრენდი და მოდელი.
- პირადი კაბინეტიდან სრულად აკონტროლეთ ატვირთული კონტენტი: დაამატეთ, შეცვალეთ ან წაშალეთ ინსტრუქციები სულ რამდენიმე კლიკით.
- დააგენერირეთ დასაბეჭდად გამზადებული ეტიკეტები QR კოდებით. მიამაგრეთ ისინი პროდუქტზე — მომხმარებელი ერთი სკანირებით იპოვის საჭირო სახელმძღვანელოს.
- მართეთ კონტენტი სტრუქტურირებულად, ბრენდებისა და კატეგორიების მიხედვით. პლატფორმა ავტომატურად აფორმებს პროდუქტის გვერდებს.
- გაიგეთ, რომელი ინსტრუქციებია ყველაზე მოთხოვნადი. გამოიყენეთ ეს მონაცემები პროდუქტის პოპულარობისა და მომხმარებელთა ქცევის შესაფასებლად.
- პლატფორმაზე გამოქვეყნებული კონტენტი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. გაზარდეთ ბრენდის ცნობადობა და სანდოობა ადგილობრივ ბაზარზე.
- პარტნიორი კომპანიის ვალდებულებები
- პარტნიორი კომპანია სრულად პასუხისმგებელია ატვირთული კონტენტის სიზუსტეზე, თარგმანის ხარისხსა და მის შესაბამისობაზე საქართველოს კანონმდებლობასთან.
- კონტენტის ატვირთვით პარტნიორი კომპანია ადასტურებს, რომ ფლობს ყველა საჭირო საავტორო თუ ინტელექტუალურ უფლებას მოცემულ მასალაზე.
- მომსახურების სამართლებრივი სტატუსი და საგადასახადო გარანტიები
- შპს „allmarket.ge“-ს მიერ წინამდებარე პლატფორმა შექმნილია ექსკლუზიურად საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით.
- პლატფორმაზე ვიზიტორის მიერ კონტენტის (ინსტრუქციის) მოძიება, დათვალიერება ან ჩამოტვირთვა არ წარმოადგენს შპს „allmarket.ge“-ს მხრიდან ვიზიტორისათვის გაწეულ სასყიდლიან ან უსასყიდლო მომსახურებას.
- პლატფორმა წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ ხელსაწყოს კომპანიისა და პარტნიორი კომპანიისათვის, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება საკუთარი მომხმარებლის წინაშე. შესაბამისად, კომპანიას, პარტნიორ კომპანიასა და ვიზიტორს შორის არ მყარდება სახელშეკრულებო მომსახურების ურთიერთობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვიზიტორი თავად კომპანიისა და პარტნიორი კომპანიისაგან ყიდულობს კონკრეტულ პროდუქტს და ინსტრუქციის მიწოდება წარმოადგენს ნასყიდობის განუყოფელ კომპონენტს.
- აღნიშნული დათქმა ემსახურება საგადასახადო რისკების სრულ გამორიცხვას და ადასტურებს, რომ პლატფორმის საჯარო ფუნქციონალი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ეკონომიკურ სარგებელს ვიზიტორისათვის კომპანიის ხარჯზე.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი განთავსებული ინსტრუქციების შინაარსობრივ სისწორეზე, ტექნიკურ სიზუსტესა თუ მოქმედ კანონმდებლობასთან (მათ შორის, თარგმანის სიზუსტესთან) შესაბამისობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინსტრუქცია ატვირთულია თავად კომპანიის მიერ. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ამტვირთავ კომპანიას/პარტნიორ კომპანიას.
- პლატფორმა არ იძლევა გარანტიას, რომ განთავსებული ინსტრუქცია შეესაბამება პროდუქტის ვერსიას. მომხმარებელი ვალდებულია მონაცემები გადაამოწმოს უშუალოდ ამტვირთავ კომპანიასთან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია ინსტრუქციაზე/ლეიბლზე.
- პლატფორმა არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ ინსტრუქციის არასწორი გამოყენებით, ინტერპრეტაციით, აღქმით ან ტექნიკური უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ პირდაპირ თუ ირიბ ზიანზე.
- პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდის დროებითი ტექნიკური შეფერხებით გამოწვეულ შედეგებზე.
- კომპანია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე შეზღუდოს წვდომა ან წაშალოს ნებისმიერი კონტენტი, თუ მიიჩნევს, რომ იგი არღვევს კანონმდებლობას, მესამე პირთა უფლებებს ან პლატფორმის რეპუტაციას.
- ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი და პარტნიორი კომპანია ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ პლატფორმის ადმინისტრაციას მის აღმოსაფხვრელად.
- პლატფორმა წარმოადგენს პარტნიორი კომპანიისათვის კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ალტერნატიულ და არა ერთადერთ საშუალებას.
- კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმაზე კონტენტის განთავსებით სრულად და სრულფასოვნად იქნება შესრულებული პარტნიორი კომპანიის ვალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის ან/და მომხმარებლის წინაშე.
- ნებისმიერ დამდგარ შედეგზე, მათ შორის:
- კონტენტის სამართლებრივ შეფასებაზე;
- კონტენტის მართვასა და გამოყენებაზე;
- სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებზე, ჯარიმებზე, საურავებსა თუ სხვა სანქციებზე;
- მესამე პირებისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურებაზე;
სრული და ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ეკისრება პარტნიორ კომპანიას.
-
- პარტნიორი კომპანია ვალდებულია დაიცვას და აუნაზღაუროს შპს „allmarket.ge“-ს ნებისმიერი ზიანი, ხარჯი (მათ შორის, იურიდიული მომსახურების ხარჯები) ან ჯარიმა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვიზიტორების, მესამე პირების ან სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პარტნიორი კომპანიის მიერ ატვირთული კონტენტის ან ამ წესების დარღვევის გამო.
- პლატფორმა შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებ-გვერდებზე ან რესურსებზე (მათ შორის, პარტნიორი კომპანიის მიერ ატვირთულ ინსტრუქციებში). კომპანია არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი ამ რესურსების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა თუ უსაფრთხოებაზე.
- ფორს-მაჟორი
- მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორი) გარემოებებით, როგორიცაა: სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ეპიდემია, სახელმწიფო აკრძალვები, მასშტაბური კიბერ-შეტევები ან კავშირგაბმულობის ხაზების გლობალური დაზიანება.
- ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას, ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით.
- ინტელექტუალური საკუთრება
- პლატფორმის დიზაინი, პროგრამული კოდი, ლოგო და სავაჭრო ნიშნები წარმოადგენს შპს „allmarket.ge“-ს საკუთრებას.
- ატვირთული კონტენტის ინტელექტუალური საკუთრება რჩება მის კანონიერ მფლობელს (კომპანიას ან/და პარტნიორ კომპანიას). ვიზიტორი/მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საავტორო უფლებები და გამოიყენოს მასალები მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის.
- დავების გადაწყვეტა და მოქმედი სამართალი
- წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
- ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.
- ნებისმიერი პრეტენზია წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით, ვებ-გვერდზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. კომპანიის მიერ პასუხი გაიცემა საკითხის მოკვლევისა და ადეკვატური პოზიციის მომზადებისთვის საჭირო გონივრულ ვადაში.
- სახელმძღვანელო ვიზიტორებისათვის/მომხმარებელებისათვის. იპოვეთ ნებისმიერი პროდუქტის ქართული ინსტრუქცია — სწრაფად, მარტივად და უფასოდ.
- ჩაწერეთ პროდუქტის კოდი ან მოდელი და რამდენიმე წამში მიიღეთ შედეგი. საიტზე წვდომისთვის სპეციალური რეგისტრაცია არ არის საჭირო.
- პლატფორმაზე განთავსებული ყველა ინსტრუქცია ხელმისაწვდომია სრულიად უფასოდ. გადმოწერეთ PDF ფაილი პირდაპირ თქვენს მოწყობილობაში და გამოიყენეთ ნებისმიერ დროს.
- პროდუქტზე მიმაგრებული QR კოდის სკანირებით თქვენ გადახვალთ ბრენდის საძიებო გვერდზე, სადაც მარტივად შეძლებთ მოდელის მიხედვით სასურველი ინსტრუქციის მოძებნას.
- თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელმძღვანელო, გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა — ჩვენ დავუკავშირდებით შესაბამის პარტნიორ კომპანიას და მაქსიმალურად სწრაფად დავამატებთ მას პლატფორმაზე.
- წესებში ცვლილებების შეტანის წესი
- კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში.
- ცვლილებები ძალაში შედის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე, თუ დამატებითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
- ნებისმიერი ცვლილება ხილვადია როგორც პარტნიორი კომპანიისთვის, ისე მომხმარებლისათვის.
- პლატფორმით ნებისმიერი ფორმით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით განახლებულ წესებს.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება
- პლატფორმაზე რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაცია მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
- პარტნიორი კომპანია პასუხისმგებელია პირადი კაბინეტის მართვის პანელის უსაფრთხოებაზე.
- გამჭვირვალობის მიზნით, პლატფორმა ინახავს ცვლილებების სრულ ქრონოლოგიურ ისტორიას.
- აკრძალულია პლატფორმის პროგრამულ კოდში, დიზაინსა თუ სავაჭრო ნიშნებში ნებისმიერი ფორმით უნებართვო ჩარევა, რაც კომპანიის საკუთრებას წარმოადგენს.
- პლატფორმა იყენებს ქუქი-ფაილებს (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ვებ-გვერდის ფუნქციონირების ოპტიმიზაციისა და ვიზიტორთა ქცევის ანალიზის მიზნით. პლატფორმით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქუქი-ფაილების გამოყენებას ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
- მომსახურების შეზღუდვა და ანგარიშის გაუქმება
- კომპანია უფლებამოსილია, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეზღუდოს წვდომა პლატფორმაზე, თუ მიიჩნევს, რომ ირღვევა კანონმდებლობა ან მესამე პირთა უფლებები.
- პლატფორმის რეპუტაციის დაცვის მიზნით, ადმინისტრაციას აქვს უფლება წაშალოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს.
- პარტნიორი კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს შპს „allmarket.ge“-ს ნებისმიერი ზიანი, რომელიც გამოწვეულია ამ წესების დარღვევით.
- პარტნიორ კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირადი კაბინეტის გაუქმება და კონტენტის წაშლა პლატფორმის ადმინისტრაციასთან წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, მხარეებს შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
- მომხმარებელი: ვებ-გვერდით სარგებლობით ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება წინამდებარე პირობებს.
- პარტნიორი კომპანია: პლატფორმის გამოყენებით ადასტურებს, რომ სრულად აგებს პასუხს მომხმარებლისა და კანონის წინაშე მის მიერ ატვირთული ინფორმაციით გამოწვეულ ნებისმიერ უარყოფით შედეგსა თუ ზიანზე.